შეხვედრა პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელსა და საქართველოში ნატოს მისიის წარმომადგენელთან

შეხვედრა პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელსა და საქართველოში ნატოს მისიის წარმომადგენელთან

წელს 25 წელი სრულდება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დაარსებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტში, რომელსაც წელს ასევე 15 წელი უსრულდება, შედგა შეხვედრა.

ამ თარიღის მოსალოცად გვესტუმრნენ პოლონეთის საელჩოდან პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელი მარიუს პიეტრზაკი, საქართველოში ნატოს მისიის წარმომადგენლობიდან არკადიუს ლეგლეცი და მედიის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი ანჯეი კლიმჩუკი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტისა და თსუ-ს აფხაზეთის ინსტიტუტის მრავალწლიანი საქმიანობის შედეგები და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.
      
კალენდარი
ნოემბერი 2025
« ნოე    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები & მოვლენები