შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან

შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის დაარსების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტში, რომელსაც წელს ასევე 15 წელი უსრულდება, შეხვედრები გრძელდება.

ამ თარიღის მოსალოცად აფხაზეთის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორ ვინსენტ დონტოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერ მარიამ ნანიტაშვილთან.

მხარეებმა განიხილეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტისა და თსუ-ს აფხაზეთის ინსტიტუტის მრავალწლიანი საქმიანობის შედეგები, მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.
   
კალენდარი
ივნისი 2026
« ნოე    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
სიახლეები & მოვლენები