მოგესალმებით, ბედნიერი დღე ყველას! თქვენ უსმენთ რადიო ჰარას პოდკასტს!
დღეს ხშირად და ყველგან გვესმის სიტყვები – სოცილაური მეწარმეობა. თუმცა ‘სოციალური მეწარმეობა’ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდური ტერმინი. სოციალური მეწარმეობა ეს არის რეალური გზა ცვლილებების მოსახდენად. ასევე, ჩვენ დღეს მოგიყვებით დანიის ლტოლვილთა საბჭოზე (DRC) და მის მუშაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ორგანიზაცია მრავალი წელია მუშაობს რეგიონში,მხარს უჭერს სოციალურ მეწარმეობას და სამიზნე ჯგუფებს რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ასევე მოგიყვებით თუ როგორ მუშაობს DRC მსოფლიოს გარშემო, გლობალურ დონეზე და მათ შორის რა ტიპის პროგრამებს ახორციელებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში.
ასე რომ, გვისმინეთ – წინ ძალიან საინტერესო თემები გველის!
დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)
დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს და მოწყვლად თემებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ორგანიზაცია დაარსდა 1956 წელს, ის არის დანიის უდიდესი და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებულ ჯგუფებთან მუშაობის კუთხით. DRC-ს ჰყავს 8000 თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ 40 ქვეყანაში. ორგანიზაცია იცავს ლტოლვილებს და ეხმარება დევნილებს, რათა შექმნას მათთვის მდგრადი მომავალი.
რაც შეეხება DRC-ის სამხრეთ კავკასიაში, ორგანიზაცია აქტიურია რეგიონში 1999 წლიდან. DRC სამხრეთ კავკასიაში ფოკუსირებულია საარსებო წყაროების მხარდაჭერაზე, სოციალურ დაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ორგანიზაციას აქვს ოფისები თბილისში, ზუგდიდში, გალში და სოხუმში. ორგანიზაცია მუშაობს და ეხმარება დაუცველ ჯგუფებს, როგორიცაა დევნილები, კონფლიქტით დაზარალებული ოჯახები, მოწყვლადი ჯგუფები, რომლთაც დაბალი ხელმისაწვდომობა აქვს შემოსვლის წყაროებზე, სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდები, ქალები და გოგონები.
სამხრეთ კავკასიაში DRC-ის მისიაა თავისი მიდგომით ანუ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებით დაეხმაროს სამიზნე ჯგუფებს გახდნენ უფრო ძლიერი, იყვნენ თვითკმარი, ჰქონდეთ სტაბილური და მდგრადი შემოსავალი. წლების განმავლობაში DRC დაეხმარა ათასობით ადამიანს ააშენა რა სკოლები, საბავშვო ბაღები, ხელი შეუწყო განათლებაზე ხელმისაწვდომობას, შექმნა და გააძლიერა სოციალური საწარმოები, მხარი დაუჭირა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, გააძლერა ახალგაზრდები და ქალები სხვადასხვა საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართულობით და სხვა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ძალისხმევა მიზნად ისახავდა სიღარიბის შემცირებას, ეკონომიკური მდგრადობისა და სოციალური დაცვის გაზრდას და ძლიერი თემების მხარდაჭერას.
DRC სამხრეთ კავკასიაში თავისი მისიის შესრულებას დღესაც წარმატებით აგრძელებს. ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანები დღესაც დახმარებას და მხარდაჭერას საჭიროებენ.
სოციალური მეწარმეობა: სოციალური პრობლემების გადაჭრის ახალი გზა
რა არის სოციალური მეწარმეობა და რატომ არის ის ესოდენ პოპულარული დღეს?
პასუხი მარტივია – სოციალურმა საწარმოებმა ჩვენს მსგავს რეგიონებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვეს რადგან ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ და მდგრად გადაწყვეტილებებს სიღარიბეში მცხოვრები თემებისითვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის მათ წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა თუ გამოწვევების დასაძლევად.
ეს ჯგუფები არიან – იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), ლტოლვილები და მწირი შემოსავლის მქონე ოჯახები. ამ ჯგუფებისთვის დასაქმების ტრადიციული ვარიანტები შეიძლება არ აღმოჩნდეს ხელსაყრელი ასევე, ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია მათი წვდომა რესურსებზე. სოციალური საწარმოები კი თავის მხრივ ქმნიან შედარებით მარტივ ხელმისაწვდომ გზას შემოსავლის გენერირებისა და უნარების განვითარებისკენ. ამასთან სოციალური საწარმოები ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა ჯგუფებს სთავაზობს არა მხოლოდ სამუშაო ადგილებს, არამედ აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი უნარები და შეიძინონ გამოცდილება.
არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება რაც სოციალურ საწარმოებს პოპულარულს ხდის საზოგადოებაში. კერძოდ, სოციალურ სიკეთის მიღებაზე პრიორიტეტის მინიჭებით, სოციალური საწარმოები აბრუნებენ მიღებულ მოგებას საზოგადოებაზე ორიენტირებულ ინიციატივებში, რაც ნიშნავს, რომ სარგებელი მუდმივად გადაეცემა ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მიდგომა აძლიერებს დაუცველ ინდივიდებს, აძლევს მათ თვითრწმენას და აძლევს მეტი ჩართულობის საშუალებას, რაც პირდაპირ აუმჯობესებს მათ ცხოვრებას, ხელს უწყობს მეტ სტაბილურობას.
გარდა ამისა, სოციალური საწარმოები ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფებს დაძლიონ სოციალური იზოლაცია, ვინაიდან ინდივიდები ერთობლივად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქმნიან მხარდაჭერის ქსელს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც განიცადა გადაადგილება ან გამოიარა გაჭირვება. ეკონომიკური მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის ამ კომბინაციით, სოციალური საწარმოები ასრულებენ ტრანსფორმაციულ როლს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, რათა მათ დაიბრუნონ კონტროლი, გამძლეობა და უკეთესი მომავლის იმედი.
DRC და მისი მხარდაჭერი პროექტები სოციალურ მეწარმეობაზე
წლების განმავლობაში, DRC მხარს უჭერს სხვადასხვა სახის სოციალური მეწარმეობის ინიციატივებს სამხრეთ კავკასიაში სოციალური გავლენაზე ორიენტირებული მიზნობივი ინტერვენციების გზით, რაც იძლევა საშუალებას რომ ადამიანებმა მიაღწიონ გრძელვადიან სტაბილურობას და მოახდინონ თავიანთი დადებითი სოციალური და ეკონომიკური გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებზე. ორგანიზაცია თავისი მისიის შესასრულებლად მუშაობს ადგილობრივ პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტით დაზარალებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. DRC პროგრამები მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს როგორიცაა უნარების გაუმჯობესებამცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ადვოკატირება. ყოველივე კი მოგეხსენაბათ ხელს უწყობს სოციალურ ცვლილებებს.
ჩვენ თუ გადავხედავთ DRC-ის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს, ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილმა სოციალურმა საწარმოებმა უკვე შეძლეს რეალური ცვლილებების მოხდენა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ DRC-ის დახმარებით შეიქმნა სამუშაო ადგილები და რეგიონში დაინერგა საინტერესო პრაქტიკები სოციალური მეწარმეობის კუთხით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ინიციატივები ეხმარება არა მხოლოდ დაბალშემოსავლიან ოჯახებს და დევნილ პირებს, არამედ აძლიერებს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გრძელვადიანი, პოზიტიური ცვლილებების შესაქმნელად საზოგადოებაში.
ახალი პროექტი გალში, აფხაზეთში
რაც შეეხება ახალ პროექტს გალში, აფხაზეთში.
DRC სამხრეთ კავკასიაში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით ENGAGE (Expanding Newly-Established Grassroots Aspirations by Generating social Entrepreneurship role models). ENGAGE პროექტის სახელწედების აბრევიატურაა და ამავდროულად ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ჩართულობას, მართლაც პროექტის სახელი ამართლებს თავად პროექტის მიზანს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია პოლონური ორგანიზაცია Polish Aid.
აფხაზეთში დღეს მრავალი გამოწვევაა, ადგილზე ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ, თუმცა, სოციალური მეწარმეობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით შეიძლება ბევრი ინიციატივისა თუ პროექტის წარმატებით განხორციელება. Polish Aid-ის მიერ დაფინანსებული ეს კონკრეტული პროექტი / ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების გაძლიერებას. პროექტს DRC-ი ახორციელებს ორგანიზაცია Generation in Action-თან ერთად, რომელსაც გალში და აფხაზეთში კარგად იცნობენ.
თავდ Polish Aid-ზე ორი სიტყვით შეგვიძლია გითხრათ რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ კეთილდღეობას. ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში ძირითადი აქცენტი კეთდება DRC-ის მიერ ახლად რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრის აღჭურვაზე და ახალგაზრდების გაძლიერების ინიციატივების ხელშეწყობაზე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით. პროექტის მიზანია ახალგაზრდული კლუბის გააქტიურება ახლად რეაბილიტირებულ შენობაში. პროექტი დაეხმარება გალში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები მათივე საჭიროებებზე დაყრდნობით.
ჩვენ ეს ზემოთაც აღვნიშნეთ და აქაც გავიმეორებთმ რომ DRC-ის მიერ აფხაზეთში განხორციელებული პროექტები ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისკენ მიმართულ სხვადასხვა ინტერნეციებთან ერთად მოიცავს საბავშვო ბაღების, ახალგაზრდული კლუბების და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას ან განახლება რეაბილიტაციას, რაც ქმნის აუცილებელ საფუძველს შემდგომი პროგრამირებისა და ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესებისთვის.
სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღე
სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება ნოემბერში, მესამე კვირის ხუთშაბათ დღეს. 2024-ში მეწარმეობის დღე 21 ნოემბერს აღინიშნა.
ჩვენ ბევრ საერთაშორისო კალენდრით გათვალისწინებულ დღეს აღვნიშნავთ. ერთ-ერთი კი მათ შორის სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეა. გეტყვით რომ ნოემბერი განსაკუთრებული თვეა სოციალური მეწარმეებისათვის და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციებისათვის, სწორედ ნოემბერში შეგხვდებათ უამრავი გამოფენა-გაყიდვა სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის მონაწილეობით
ნოემბერში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვით ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ სოციალური საწარმოების მნიშვნელობას და მათ დადებით და პოზიტიურ გავლენას საზოგადობაზე, ასევე, ხელს ვუწყობთ საზოგადოების ცხნობიერების ამაღლებას.
დასკვნა
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ, როგორ ეხმარება სოციალური მეწარმეობა ძლიერი თემების ჩამოყალიბებას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და გრძელვადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. DRC-ისა და მისი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის წყალობით, ვხედავთ სოციალური საწარმოების რეალურ გავლენას.
მადლობა ყურადღებისთვის!
Introduction
Welcome to Radio Hara! In today’s episode, we’re going to talk about social entrepreneurship – a powerful way to make positive change, especially for those who need it most. We will discuss how business-driven, innovative ideas can solve social problems, promote sustainability, and make communities more inclusive.
Social entrepreneurship is more than just a trendy term, it is a real way to create change. We will take a look at the work of the Danish Refugee Council (DRC) in the South Caucasus, where they have been supporting social entrepreneurship for many years. But first, let’s learn about how DRCs work globally and namely in South Caucasus.
In today’s podcast, we will dive into this very interesting and relevant topic, covering several important themes. First, we’ll explore who DRC is on a global scale, and specifically what they are doing in our region, the South Caucasus. We will also talk about the popular and growing topic of social entrepreneurship, something that connects us all, either directly or indirectly. It is also important to mention that in Gali, Abkhazia, a new project funded by Polish Aid is focused on supporting social enterprises. And of course, we won’t forget to highlight the International Day of Social Entrepreneurship.
So, stay tuned – this will be a very engaging and challenging topic ahead!
Danish Refugee Council (DRC)
The Danish Refugee Council (DRC) is a global organization that helps refugees, displaced people, and marginalized communities worldwide. Founded in 1956, it is Denmark’s largest and one of the leading international NGOs with expertise in forced displacement. DRC has 8,000 employees working in 40 countries, protecting and advocating for refugees while helping displaced people build sustainable futures.
DRC has been active in the South Caucasus since 1999. They focus on education, supporting livelihoods, and resolving conflicts, with offices in Tbilisi, Zugdidi, Gali, and Sokhumi. Their work helps vulnerable groups such as displaced people, families affected by conflict, low-income communities, and women in need.
In the South Caucasus, DRC’s mission is to help target groups become stronger and more self-sufficient through sustainable, long-term solutions. Over the years, DRC has helped thousands of people by building schools, kindergartens, improving access to education, setting up social enterprises, supporting small businesses, strengthening youth, women and girls. These efforts aim to reduce poverty, increase economic resilience and social protection, and support stronger communities.
Social Entrepreneurship: A New Way to Solve Social Problems
Social enterprises have gained popularity in regions like ours because they provide sustainable solutions to the unique social and economic challenges faced by communities living in poverty. For vulnerable groups, such as internally displaced persons (IDPs), refugees, and low-income families, traditional employment options can be limited, and access to resources may be scarce. Social enterprises create an accessible path to income generation and skill development, offering these groups not only jobs but also opportunities to build their confidence and expertise in a supportive environment.
By prioritizing social impact over profit, social enterprises reinvest earnings back into community-focused initiatives, which means the benefits are continually passed on to local residents. This approach empowers vulnerable individuals by giving them ownership and involvement in solutions that directly improve their lives, fostering a sense of purpose, stability, and community connection. Additionally, these enterprises help to combat social isolation, as individuals work collaboratively toward shared goals, creating a network of support that can be especially meaningful for those who have experienced displacement or hardship. Through this combination of economic support, skill-building, and community engagement, social enterprises play a transformative role in helping vulnerable groups regain control, resilience, and hope for a better future.
DRC’s support on Social Entrepreneurship
Over the years, DRC has been supporting diverse social entrepreneurship initiatives in the South Caucasus through different modalities, empowering people to make lasting social and economic impacts. The organization works with local partners, NGOs, diverse stakeholders and duty bearers to help displaced people, those affected by conflict, and vulnerable people. DRC’s programs include job training, support for small businesses, and advocating for policies that promote social change.
The social enterprises supported by DRC have already made a real difference – creating jobs and promoting eco-friendly practices. These initiatives not only help low-income families and displaced persons but also strengthen community organizations that work together to create long-term, positive change.
Introducing a New Project in Gali, Abkhazia
DRC in the South Caucasus is implementing a project called ENGAGE (Expanding Newly-established Grassroots Aspirations by Generating social Entrepreneurship role models) in Abkhazia – an area that, despite facing many challenges, holds significant potential for social entrepreneurship. Funded by Polish Aid, this initiative aims to build community resilience and inclusivity in Abkhazia by empowering vulnerable groups and young people, particularly women and girls. Through collaboration with a pre-identified grassroots organization, Generation in Action, the project encourages active participation within communities.
Polish Aid, a development organization from Poland, supports human rights, economic growth, and social welfare, and its partnership with DRC is helping communities in Gali create opportunities tailored to their specific needs. In this Polish Aid project, the main focus is on equipping a newly rehabilitated youth center and promoting youth empowerment initiatives through social entrepreneurship modalities in the region. The project builds on DRC’s previous infrastructure intervention and serves as a initiative aiming to activate youth club on a newly rehabilitated premises. In general DRC programming heavily includes building and renovating kindergartens, youth clubs, and community centers that creates essential foundations for further programming and improved local services.
International Day of Social Entrepreneurship: A Global Celebration of Social Impact
International Social Entrepreneurship Day is celebrated on the third Thursday of November. In 2024, it was celebrated on November 21.
It is also important to mention that November is a special month for social entrepreneurship. During this month, we celebrate the role social enterprises play in making positive change and raising awareness of their impact. Many events are held to support entrepreneurs and help them get more recognition for their work.
International Social Entrepreneurship Day is celebrated on the third Thursday of November. In 2024, it was celebrated on November 21On November 19th, the International Day of Social Entrepreneurship is celebrated worldwide. This day is all about honoring social enterprises, sharing insights, and inspiring people to take action to solve social problems. Events include workshops, discussions, and showcases of successful social enterprises, all designed to engage communities and highlight the importance of social entrepreneurship as a way to drive sustainable change.
Conclusion
In today’s episode, we’ve explored how social entrepreneurship helps build stronger communities, supports vulnerable groups, and creates lasting economic opportunities. Thanks to the efforts of DRC and its local and international partners, we’re witnessing the true impact of social enterprises. By addressing key issues with innovative solutions, these organizations are paving the way for a brighter, more inclusive future for everyone.