პირველი აფხაზურ-ქართული ფილმი

პირველი აფხაზურ-ქართული ფილმი

ფილმი “ანიხა” (სალოცავი) გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში. აფხაზურ მხარესთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების საფუძველზე თსუ-ში დაარსდა აფხაზური ბიბლიოთეკა, აფხაზური ზეპირმეტყველების კურსები  აუდიოგაკვეთილებით, აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო “ჰარა”, რომელიც თსუ მერვე კორპუსიდან მაუწყებლობს.

ფილმი „ანიხა“ 2019 წლის იანვარში აფხაზეთშია გადაღებული. მასში ასახულია ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციული ადათ–წესები და აღწერილია აფხაზეთის წმინდა სალოცავი ადგილები. ფილმი მიზნად ისახავს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესწავლასა და მის პოპულარიზაციას.

 

კალენდარი
აგვისტო 2025
« ნოე    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები & მოვლენები