გამოიცა ორენოვანი წიგნი „ვეფხისტყაოსანი. აფორიზმები“

გამოიცა ორენოვანი წიგნი „ვეფხისტყაოსანი. აფორიზმები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტმა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით მოამზადა და გამოსცა წიგნი „ვეფხისტყაოსანი. აფორიზმები“.

შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურად თარგმნილია ორჯერ. პირველად გასული საუკუნის 30-იან წლებში დიმიტრი გულიას მიერ, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. შემდგომ 80-იან წლებში მუშნი ლასურიას მიერ, რაშიც მას რუსთაველის პრემია მიენიჭა. გარდა ამისა, მხოლოდ აფორიზმები ცალკე თარგმნა ბაგრატ შინქუბამ.

წიგნი ორენოვანია და ილუსტრირებულია „ვეფხისტყაოსნის“ მინიატიურებით ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის W-27 და W-17 ნუსხებიდან. სარედაქციო ჯგუფი: ზურაბ შენგელია, ნინო ბერძნიშვილი, ლეილა ავიძბა, ესმა კოკოსკერია.

უახლოეს ხანებში იგეგმება წიგნის პრეზენტაცია.

 

კალენდარი
მარტი 2026
« ნოე    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
სიახლეები & მოვლენები