თსუ-ის აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს სხდომა გაიმართა

თსუ-ის აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს სხდომა გაიმართა

2023 წლის ნოემბერში შედგა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორი -მი ზურაბ შენგელია, თსუ რექტორი ნი ჯაბა სამუშია და საბჭოს წევრები: ქ-ნი მარინა ქურდაძე, ქ-ნი ნინო ჩიქოვანი, ნი ივანე ლეჟავა, ნი რეზო ჯორბენაძე და ნი გურამ ქუთელია.

საბჭომ მოისმინა ინსტიტუტის დირექტორის ზურაბ შენგელის ანგარიში უკანასკნელ წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ.

საბჭომ დადებითად შეაფასა ინსტიტუტის საქმიანობა. განსაკუთრებით აღინიშნა რამდენიმე პროექტი: აფხაზურენოვანი ონლაინ-რადიო „ჰარას“ დამსახურებები აფხაზურენოვანი საზოგადოებისთვის რუსულცენზურაგაუვლლი ინფორმაციის მიწოდების საქმეში და ქართულ-აფხაზური ერთობლივი სამეცნიერო-პოპულარული ფილმი “ანიხა” – აფხაზური სალოცავების და ძველით ახალი წლის აღნიშვნის აფხაზური რიტუალის შესახებ, რომელი რამდენჯერმე აჩვენეს აფხაზეთში ადგილობრივმა ტელევიზიებმა. ზურაბ შენგელიამ წარადგინა აფხაზეთის ინსტიტუტის მუშაობის სამომავლო გეგმა, რაც გაზიარებული და დამტკიცებული იქნა საბჭოს მიერ.

შემდეგი სხდომა გაიმართება 2024 წლის თებერვალში.

კალენდარი
ოქტომბერი 2024
« აპრ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სიახლეები & მოვლენები