გარდაიცვალა აფხაზი ენათმეცნიერი, პროფესორი შოთა არისთავა

გარდაიცვალა აფხაზი ენათმეცნიერი, პროფესორი შოთა არისთავა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა არისთავა და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და აფხაზურ საზოგადოებას.

შოთა არისთავა 1929 წლის 10 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ოთჰარაში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება, შემდეგ კი სწავლა განაგრძო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1961 წელს აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1986 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1958 წლიდან მოღვაწეობდა აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი. შოთა არისთავას ეკუთვნის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

კალენდარი
ოქტომბერი 2024
« აპრ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
სიახლეები & მოვლენები