აფხაზეთში კონფლიქტის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზური საზოგადოება მოკლებულია თავისუფალ ინფორმაციას.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზურ საზოგადოებას ნაკლებად და ტენდენციურად მიეწოდება ინფორმაცია ენგურს აქეთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს აფხაზურ საზოგადოებასთან ურთიერთობის 18 წლიანი გამოცდილება გაააჩნია. განხორციელებული პროექტებიდან (როლებშიც აქტიურად მონაწილეობდა აფხაზური მხარეც) განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზურენოვანი საინფორმაციო-მუსიკალური რადიო “ჰარა”, რომელიც მაუწყებლობდა თბილისიდან აფხაზეთზე 1999-2007წწ. და აფხაზურ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ინსტიტუტის გამოცდილებისა და აფხაზეთში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ნათლად იკვეთება ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზურ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა თავისუფალ ინფორმაციაზე და ქართულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსიროს სურვილი ხელი შეუწყოს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შენარჩუნებასა და განვითარებას. საიტზე განთავსდება აფხაზურენოვანი ინტერნეტ რადიო, რადიოგაკვეთილები აფხაზური ზეპიმეტყველების შესწავლის მსურველებისათვის, ქართულ-აფხაზური და აფხაზურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი და სხვა პროექტები.

პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ აფხაზურ საზოგადოებასთან და მივაწოდოთ მათ ინფორმაცია მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული პროცესების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია მათ მშობლიურ – აფხაზურ ენაზე მიეწოდებათ და მიეცემათ საშუალება რეალურად შეაფასონ ის რისკები და გამოწვევები, რომლების დღევანდელ სამყაროში არსებობს.